|
2022-06-02 21:04:31, 1599 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების ახალ პაკეტს უწესებს, მათ შორის ზახაროვას
თეთრმა სახლმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე თქმით, სანქცირებულ პირთა შორის არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი და კრემლის პროპაგანდისტი, მარია ზახაროვა. "სანქციები შეეხება პუტინის „ახლო მეგობარს“ სერგეი პავლოვიჩ როლდუგინს, რომელიც პუტინის ერთ-ერთი ქალიშვილის ნათლიაა, ისევე როგორც როლდუგინის ცოლი, ელენა იურიევნა მირტოვას. როლდუგინი პეტერბურგის მუსიკის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელია, მირტოვა კი ოპერის სოპრანოა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)