|
2022-06-02 11:25:44, 1474 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლის მერის მრჩეველი - რუსეთი დონეცკში სკოლებისა და ლიცეუმების დაბომბვისთვის ემზადება
რუსი დამპყრობლები დონეცკის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მორიგი დაბომბვისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმავიით, რუსმა დამპყრობლებმა ასევე გახსნეს მარიუპოლის №65 საშუალო სკოლა, სადაც მშობლებს აიძულეს ფანჯრები ფირით გადაეფარათ. „რუსები დონეცკის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მორიგ დაბომბვას ამზადებენ. ღამით რუსეთის საჯარო გვერდებზე მასიური ცნობები გავრცელდა დონეცკის რეგიონში „ნაციონალური ბატალიონების საცეცხლე პოზიციების მოწყობის“ შესახებ. კერძოდ, კრამატორსკი: საინჟინრო კოლეჯი, საშუალო. სკოლები 10 და 16. სლავიანსკი: საინჟინრო ლიცეუმი. იყავით ფხიზლად. მიიღეთ უსაფრთხოების ყველა ზომა და ნუ უგულებელყოფთ განგაშის შეტყობინებებს. ბავშვებისთვის საკვები არ არის, ელექტროენერგია ერთი გენერატორიდან მიეწოდება, ასე რომ დე ფაქტო განათლება ყოველგვარი კომპიუტერული აღჭურვილობის გარეშე. სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე: ენა/ლიტერატურა/მათემატიკა“, - განაცხადა მერის მრჩეველმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)