22:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 10:23:37, 1307 ნახვა

ომი უკრაინაში
NYT - სარაკეტო სისტემების მიწოდება ფარულ რისკებს შეიცავს, უკრაინას მასიური დაბომბვა ელის

უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდება ფარულ რისკებს შეიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიების მასიური დაბომბვა რუსული ჯარების მიერ. ამის შესახებ The New York Times- ის მასალაშია ნათქვამი .

"შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები არ იქნება (და ეს გუშინ ზელენსკიმ გაიმეორა). მაგრამ არის ტერიტორიები უკრაინაში, რომლებსაც მოსკოვი თავის საკუთრებად მიიჩნევს (ყირიმს) ან ლეგალურად აღიარებულად (დონბასს). რა მოხდება, თუ უკრაინა დაიწყებს ახალი იარაღით დარტყმას ამ ტერიტორიებზე ღრმად გაურკვეველია. თეორიულად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ესკალაცია“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, „სიმართლის მომენტი“ იქნება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმა, რის შემდეგაც გაირკვევა შეუძლია თუ არა კიევს წინააღმდეგობის გაწევა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics