|
2022-06-01 21:59:41, 1696 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - დავამტკიცეთ დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინას ახალი შესაძლებლობებით შეაიარაღებს
გამოვედით დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, ეს არის თავდაცვის უმნიშვნელოვანესი პაკეტი. "ეს ახალი პაკეტი მათ შეაიარაღებს ახალი შესაძლებლობებითა და მოწინავე იარაღით, HIMARS-ისა და მისი საბრძოლო იარაღის ჩათვლით, რათა დაიცვან საკუთარი ტერიტორია რუსეთის წინსვლისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს ქვეყნების წინ გაძღოლას თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისთვის ისტორიული დახმარების აღმოჩენის გზაზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)