|
2022-06-01 16:45:40, 1621 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი -აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ცეცხლზე ნავთს ასხამს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით „ცეცხლზე ნავთს ასხამს",- ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა. პესკოვის თქმით, ეს არ უწყობს ხელს უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილს განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. „ჩვენ გვჯერა, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე ნავთს“, - განაცხადა პესკოვმა. პესკოვმა ასევე დასძინა, რომ კრემლი არ ენდობა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს, რომ კიევი არ გამოიყენებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, თუ მათ აშშ-სგან მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ბაიდენმა სამშაბათს თქვა, რომ აშშ უკრაინას „უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას“ აწვდის, რადგან მისი ომი რუსეთთან გრძელდება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებს მაღალტექნოლოგიური, საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემების მიწოდებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)