|
2022-06-01 13:37:31, 1579 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ გეგმავენ უკრაინის იარაღით მიწოდებას რუს დამპყრობლებთან საბრძოლველად. ამის შესახებ Deutsche Welle წერს . როგორც შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. გარდა ამისა, კიევი ბერლინიდან მიიღებს სათვალთვალო რადარს, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს მტრის ჰაუბიცები, ნაღმტყორცნები და სარაკეტო არტილერია. გერმანიამ უკრაინაში უკვე გააგზავნილი აქვს 15 ტონა საბრძოლო მასალა; 100 ათასი ხელყუმბარა და 5 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)