|
2022-06-01 12:34:55, 3024 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ფრონტზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება
ფრონტზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკინ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, დაღუპულთა რიცხვის გარდა, ყოველდღიურად დაშავებულთა რიცხვი 500 მებრძოლს აღწევს. „სიტუაცია ძალიან მძიმეა, ბრძოლაში დღეში 60-100 ჯარისკაცი იღუპება და 500-მდე ადამიანი იჭრება, ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, მან განმარტა, რომ ურთულესი ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთით და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სამხრეთით. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)