19:24 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 12:32:04, 1555 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ბრძოლა გაძლიერდა სევეროდონეცკის ქუჩებში

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა სევეროდონეცკის უმეტესი ნაწილი დაიკავა. ამასთან ბრძოლა გაძლიერდა სევეროდონეცკის ქუჩებში

მათივე ცნობით, რუსეთის სახმელეთო ოპერაციები და ძირითადი ცეცხლსასროლი ძალა კონცენტრირებულია ლუგანსკის რეგიონის მცირე სექტორში.

"ბრძოლა გაძლიერდა სევეროდონეცკის ქუჩებში 30-31 მაისს, რუსი ჯარები მიუახლოვდნენ ქალაქის ცენტრს. ქალაქის ნახევარზე მეტი, ალბათ, ახლა ოკუპირებულია რუსეთის ჯარებმა, მათ შორის ჩეჩენმა ბოევიკებმა", - ნათქვამია კვლევაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ დონბასის გარეთ, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მასშტაბით ინფრასტრუქტურაზე შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმებს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა , მაგრამ ამის მისაღწევად, სევეროდონეცკის გარდა, აუცილებელია კრამატორსკის და დნეპერი-დონეცკის მარშრუტის აღება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics