|
2022-05-31 22:48:59, 1650 ნახვა
ომი უკრაინაში
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კიევში სპეციალურ ბიუროს გახსნის
უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება სულ უფრო და უფრო მატულობს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამისთვის კიევში სპეციალური ბიუროს გახსნას გეგმავს. ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფს შეუერთდნენ ესტონეთი, ლატვია და სლოვაკეთიც. გუნდი კოორდინაციას გაუწევს ძალისხმევას და გაუზიარებს მტკიცებულებებს ევროპული სასამართლო სააგენტო Eurojust-ის მეშვეობით. "დღეს უკრაინაში 15000-მდე ომის დანაშაულის საქმეა. უბრალოდ დაფიქრდით. ხვალ შეიძლება კიდევ 200-300 გაიხსნას. ამ კატეგორიის საქმეებში გვყავს დაახლოებით 80 ეჭვმიტანილი, 80 ადამიანი, რომელთა დევნაც შეგვიძლია კანონის შესაბამისად დავიწყოთ." - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ. უკრაინაში სამი რუსი უკვე გაასამართლეს სამხედრო დანაშაულისთვის. სამშაბათს ალექსანდრე ბობიკინს და ალექსანდრე ივანოვს 11,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის. გამოძიების ინფორმაციით, მათ დაბომბეს ხარკოვის მშვიდობიანი ტერიტორიები რუსეთის შემოჭრის პირველ დღეს. ორივემ დანაშაული აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)