|
2022-05-31 21:04:56, 1513 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - რუსეთი მსოფლიოს შიმშილის თამაშებს ეთამაშება
რუსეთი შიმშილის თამაშებს თამაშობს მსოფლიოსთან.- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. მისივე თქმით, რუსეთი ერთი ხელით ბლოკავს უკრაინული პროდუქტის ექსპორტს და მეორე ხელით ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს. "რუსეთი შიმშილის თამაშებს თამაშობს მსოფლიოსთან, ერთი ხელით ბლოკავს უკრაინული პროდუქტის ექსპორტს და მეორე ხელით ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს. უკრაინა მუშაობს გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო ოპერაციაზე პარტნიორების საზღვაო ძალებთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სავაჭრო გზას უსაფრთხოების რისკების გარეშე". - განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)