|
2022-05-31 11:26:08, 2913 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - მარაგების პრობლემების გამო, რუსებმა ისევ ძაღლების ჭამა დაიწყეს
მარაგებისა და მიწოდების პრობლემების გამო, რუსმა დამპყრობლებმა ისევ ძაღლების ჭამა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ფაქტს მოწმობს ოკუპანტებს შორის მიმოწერა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა და გაასაჯაროვა. „მომარაგების პრობლემების გამო რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაიწყეს ძაღლების ჭამა, ამას მოწმობს რუსი დამპყრობლის მიმოწერა, რომელიც SBU-მ მოიპოვა... დამპყრობლის თქმით, მათ საკვები არ აქვთ, რადგან არ არის ლოგისტიკა ჯარში და პროდუქციის მიწოდება უბრალოდ შეუძლებელია“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)