|
2022-05-30 11:52:49, 2864 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი, საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის, დიდი ადამიანურ დანაკარგს განიცდის
რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, უმცროს ოფიცრებს უწევთ ყველაზე დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა, რადგან არმიას არ გააჩნია მაღალკვალიფიციური და უფლებამოსილი ოფიცრების კადრები, რომლებიც ასრულებენ ამ როლს დასავლურ ძალებში. „ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების დიდი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ, გაამწვავებს მის მიმდინარე პრობლემებს ბრძანებისა და კონტროლისადმი მიდგომის მოდერნიზების კუთხით, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG), რომლებიც აღდგენილია უკრაინაში რამდენიმე ქვედანაყოფის გადარჩენილებისგან, სავარაუდოდ ნაკლებად ეფექტური იქნება უმცროსი ლიდერების ნაკლებობის გამო.”,- აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში. გარდა ამისა, დაზვერვაში აცხადებენ, რომ გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს მორალის შემდგომ დაქვეითებას და ცუდ დისციპლინას. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)