17:14 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 10:56:13, 1555 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი - პუტინის ქმედებები სხვა არაფერია თუ არა უკრაინელი ხალხის იდენტობის გაანადგურების მცდელობა

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს. - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, პუტინი თავს ესხმის სკოლებს, ბაგა-ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, რასაც არავითარი სხვა მიზანი არ აქვს გარდა კულტურის აღმოფხვრისა.

"ის არა მხოლოდ ცდილობს დაიპყროს უკრაინა, არამედ ფაქტობრივად, ცდილობს მოსპოს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაგა-ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, რასაც არავითარი სხვა მიზანი არ აქვს გარდა კულტურის აღმოფხვრისა. ეს არის პირდაპირი თავდასხმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე". - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics