05:17 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 12:42:36, 850 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის  „Peope PR" ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიებაზე  ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დეგუსტაციას, რომელსაც ცნობილი ღვინის ექსპერტი, სომელიე და ღვინის სკოლის დამფუძნებელი სიმონ მილონასი (Szymon Milonas) უძღვებოდა, პოლონელი სომელიეები, ღვინის დისტრიბუტორები და ცნობილი რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას და თანამედროვე ინდუსტრიას.

"პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2021 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 34%-ს მიაღწია. ექსპორტი მზარდია მიმდინარე წელსაც: იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი, ზრდა 30%-ს აღწევს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics