15:11 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 09:09:15, 1401 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ, მართლა აიძულებდნენ ომის დასრულებას

მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ და მართლა აიძულებდნენ ომის დასრულებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ დაიშლება, თუმცა ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს მოსახლეობას თავისუფლებისთვის. 

"ზუსტად რვა წლის წინ, 26 მაისს დონეცკის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. იმ დღეს, როგორც ჩანს, არავინ იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები დონბასში ამ წლების განმავლობაში. და დღეს უკვე მთელ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მაგრამ როგორც იმ დღეს, ასევე, დღეს, ორი რამ შეიძლება ითქვას დარწმუნებით.

პირველი - უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ დაიშლება. ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის, ან რუსეთს - ჩვენს წინააღმდეგ ამ უაზრო ომისთვის.

და მეორე - ის, რომ მოვლენების კატასტროფული განვითარება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ მსოფლიო უკრაინაში არსებულ ვითარებას სწორად განიხილავდა. რომ მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ და მართლა აიძულებდნენ ომის დასრულებას",- თქვა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics