|
2022-05-24 18:17:37, 1905 ნახვა
ეკონომიკა
ქედის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტის" საინფორმაციო კამპანია კარდაკარ დასრულდა
ქედის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია კარდაკარ დასრულდა. ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში „განვითარების ტალღის" კონსულტანტებმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება" მოხალისეებმა მოსახლეობას პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თუ გსურს აქტიურად ჩაერთოთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოიპოვოთ დაფინანსება სოფლისთვის და აქციოთ იდეა რეალობად, არ თქვა უარი ამ შესაძლებლობაზე და ჩაერთე პროგრამაში. წარმოადგინე შენი იდეა 10 ივნისამდე, შემდეგ მისამართებზე: მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.gov.ge; ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში; მერის წარმომადგენლების ოფისებში; ელექტრონულ ფოსტაზე: kedamunicipality@gmail.com „განვითარების ტალღის" ოფისში. მის: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10; „განვითარების ტალღის" მიერ თემში მივლინებულ კონსულტანტებთან. Facebook-ის გვერდზე: იყავი თვითმმართველი/Participatory Budget in Keda. იდეების კენჭისყრა გაიმართება 17,18 და 19 ივნისს. ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარია გამოყოფილი. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული საპროექტო იდეა არ უნდა აღემატებოდეს თქვენი სოფლისთვის განკუთვნილ თანხას.საპროექტო იდეა უნდა შედიოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში.პროექტის იდეა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.პროექტის იდეა არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის, ან ბიზნეს ინტერესებზე.გაითვალისწინეთ, რომ თქვენ წარადგენთ მხოლოდ პროექტის იდეას და არ გევალებათ დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო მოახდენს საპროექტო იდეების ტექნიკურ შერჩევას( სამართლებრივ და ფინანსურ შეფასებას), რის შემდეგ პროექტის ავტორებს ეცნობებათ გადაწყვეტილება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)