15:11 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 11:50:18, 1832 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება: ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი აქვს - დააჩქარეთ მოწოდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის დასკვნა, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. 

როგორც კულება "ტვიტერზე" წერს, პარტნიორებმა უნდა დააჩქარონ იარაღის და საბრძოლო მასალის მიწოდება. 

"ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი ბრძოლა,  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი ევროპის მიწაზე. მე მოვუწოდებ პარტნიორებს დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, განსაკუთრებით ზალპური ცეცხლის სიტემების, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და ჯავშანტრანსპორტიორების", - წერს კულება. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics