|
2022-05-16 12:21:34, 1311 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში ზრდის ტემპმა იკლო, თუმცა ეს ძირითადად მაღალ საბაზო ეფექტს უკავშირდება, რაზეც სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, თვე-თვეზე დადებითი დინამიკა მეტყველებს. ამავე მიდგომით, იმპორტის მატება კიდევ უფრო ძლიერი იყო. საგარეო ვაჭრობის ფასების, პროდუქტებისა და ქვეყნების მიხედვით დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლისთვის თიბისი კაპიტალის ეკონომიკის 5.5%-ზე მეტი ზრდის საბაზო სცენარი კვლავ ძალაშია. გასული კვირა საყურადღებო იყო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მხრივ. „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინების შესაბამისად, განაკვეთი უცვლელი დარჩა. მართალია ინფლაცია მწვავე პრობლემაა, თუმცა ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებაა. ამ მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კუთხით, ქმედითი ინსტრუმენტი მხოლოდ ლარის შემდგომი გამყარებაა, თუმცა აშშ დოლარის გაძლიერებისა და რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა. კომიტეტი ასევე შეეხო ლარიზაციისა და სამომხმარებლო სესხების ბოლოდროინდელ დინამიკას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ახლო მომავალში უცხოური ვალუტის სესხების დამატებით შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის, რადგანაც არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, აღნიშნულმა შესაძლოა ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. სამომხმარებლო სესხების კუთხით კი, იმ შემთხვევაში თუკი, თუნდაც რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ სეგმენტის ზრდა ეკონომიკის ნომინალური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს (რაც დღესდღეობით არ ფიქსირდება), დიდია იმის ალბათობა, რომ მარეგულირებელი ჩარჩო დამატებით გამკაცრდება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)