|
2022-05-13 21:42:39, 1474 ნახვა
სამართალი
„მობილური იუსტიციის სახლი" უკვე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება
იუსტიციის სამინისტროს წარმატებული პროექტის − „მობილური იუსტიციის სახლის" გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის მცხეთა-მთიანეთის 5 სოფელსა და მათ შემოგარენში მდებარე სოფლების 17 000-ზე მეტ მომხმარებელს 470-მდე სერვისს მიაწვდის. წეროვანის დასახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები მობილური იუსტიციის სახლის მომსახურების მიღებას საცხოვრებელ ადგილას შეძლებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივმა მოსახლეობამ იუსტიციის სახლის სერვისები პირადად იუსტიციის მინისტრისაგან მიიღო. რატი ბრეგაძემ წეროვანში მცხოვრებ მარიამ ჭულუხაძეს შვილის დაბადების მოწმობა გადასცა. მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, აგრეთვე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა- მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „დღეს ჩვენ წარვადგინეთ მე-6 მობილური იუსტიციის სახლი. მოხარული ვართ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე მიიღონ ყველა ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მოქალაქეებს", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. „მობილური იუსტიციის სახლი" იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს. პროექტი 2021 წლის აგვისტოში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს მოიცავს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)