|
2022-05-13 10:00:15, 1484 ნახვა
ომი უკრაინაში
ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, თურქეთის შუამავლობით აზოვსტალიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება
უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, თურქეთის შუამავლობით, აზოვსტალიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება. მისივე თქმით, სპეცოპერაცია რამდენიმე ეტაპიანი იქნება. პირველი მათგანი მძიმედ დაჭრილების ევაკუაციაა. ვერეშჩუკმა ასევე დასძინა, რომ თურქეთი დათანხმდა შუამავლის როლს მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდში. „ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი სპეცოპერაციის საგზაო რუქის ირგვლივ, ვიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. ჩვენ გაეროსთან მოლაპარაკებები გავმართეთ და მანდატი მივეცით.გვინდა, რომ ხელი მოეწეროს დოკუმენტს: ზუსტად როგორ მოხდება ევაკუაცია აზოვსტალიდან, ვემზადებით ხელმოწერისთვის",- განაცხადა ვერეშჩუკმა. ცნობისთვის, 12 მაისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ რუსეთის ფედერაციაში, რათა შეთანხმდნენ აზოვსტალის ევაკუაციის სპეცოპერაციის ამ ეტაპზე. უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც აზოვსტალში თავდაცვას აკონტროლებენ, განაცხადეს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე თითქმის 600 დაჭრილი ჯარისკაცი იყო, მაგრამ დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მარიუპოლის უკრაინელი მებრძოლების დაღუპული დამცველების რაოდენობა არ სახელდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)