08:06 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 16:30:16, 1719 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - მარიუპოლში ათასობით ადამიანი დაიღუპა

მარიუპოლში ათასობით ადამიანი დაიღუპა . - ამის შესახბე ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ავრცელებს. 

მათივე თქმით, სავარაუდო სისასტიკეების "ნამდვილი მასშტაბი" ჯერ არ არის გამჟღავნებული, ასევე უკრაინაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის შესახებ ბრალდებების გამოძიება გრძელდება.  

" კიევის რეგიონში, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა "ხშირად, როგორც ჩანს, განზრახ ხდება სნაიპერებისა და ჯარისკაცების მიერ. დღემდე მხოლოდ კიევის რეგიონში 1000-ზე მეტი სამოქალაქო ცხედარი იქნა აღმოჩენილი. ამ ადამიანების ნაწილი საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა, სხვები, როგორც ჩანს დახვრიტეს, ზოგი კი, როგორც ჩანს, დაიღუპა საომარი მოქმედებების შედეგად გამოწვეული სტრესისა და სამედიცინო დახმარების ნაკლებობის გამო. " - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics