|
2022-05-12 13:01:56, 2046 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - ვერ ვამჩნევ, როგორ შეგვიძლია ახლა პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზება
ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა LBC რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჯონსონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო რისკავს 2014 წლის გამეორებას, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და თუ უკრაინელები ახლა პუტინთან რაიმე სახის გარიგებას დადებენ, ისინი რისკავენ, ის ზუსტად იგივეს გააკეთებს და მათ ეს იციან. გარდა ამისა, კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა პუტინის დაბრუნება გლობალურ ასპარეზზე, თუ ის მოინანიებდა, ჯონსონმა უპასუხა: „მონანიება ახლა ძალიან რთული იქნება ვლადიმირ პუტინისთვის. ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ მე უბრალოდ, ვერ ვამჩნევ, როგორ შეგვიძლია ახლა პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზება“. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)