|
2022-05-11 18:54:44, 2099 ნახვა
ეკონომიკა
გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე
სწავლა კეთებით, თამაშით, პრაქტიკული აქტივობებით, თავგადასავლებით - ის, რასაც სკოლებში არ ვსწავლობთ და ის, რაც ცხოვრებაში გვჭირდება - ეს გოგონა სკაუტების ორგანიზაცია „დიას“ საქმიანობის ნაწილია. „დია“ მოხალისეობრივ საწყისებზეა დაფუძნებული და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს. ორგანიზაცია ექვსიდან ოცდაათ წლამდე გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს ასაკობრივ რაზმებად აერთიანებს; ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს, გაიგოს მეტი საკუთარი, გარშემომყოფებისა და დედამიწის შესახებ. „დიას“ კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც უნდა, იზრუნოს პირად თუ სხვების ჯანმრთელობაზე; გამოიმუშაოს პიროვნული უნარები; შეიმეცნოს, რა გამოწვევების წინაშეა დედამიწის ეკოსისტემა; შეიყვაროს მეცნიერება, ინჟინერია, ხელოვნება ან ტექნოლოგიები; აღმოაჩინოს საკუთარი როლი საზოგადოებაში და სხვასაც ხელი შეუწყოს განვითარებაში. მრავალფეროვანი არჩევანიდან, გოგონებისთვის ერთ-ერთი საინტერესო სფერო ავტოინდუსტრია აღმოჩნდა. სწორედ ამ მიმართულებით ითანამშრომლეს „თეგეტა ჰოლდინგთან“, სადაც მანქანების აგებულების შესახებ ტრენინგი გაიარეს. აინტერესებდათ ყველაფერი - როდის და რატომ იცვლება ზეთი, ან რა მოუხერხონ მოულოდნელად დაშვებულ საბურავს. ყველა წვრილმანი გაარკვიეს და რჩევებიც მიიღეს. გვიხსნიან, რომ სკაუტი გოგონების კანონებში უპირველესი სხვადასხვა სფეროში ცოდნის დაგროვება და უნარების განვითარებაა. სწორედ ქალთა გაძლიერება და განათლების ხელშეწყობაა ის საერთო მიზნები, ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „სიამოვნებით ვუმასპინძლეთ და ვთანამშრომლობთ ამ განსაკუთრებულ გოგოებთან, რომლებსაც უნდათ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ქალების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვინდა, ჩვენი თანადგომით დავეხმაროთ გოგონა სკაუტებს, რომლებიც, თავიანთი დამოკიდებულებით, განსხვავებული, თამამი გადაწყვეტილებებით ცდილობენ, შეცვალონ სტერეოტიპები და მოტივაცია მისცენ თანატოლებსაც“.
მოტივირებული, ინტერესით და რაც მთავარია, პასუხისმგებლობით სავსე გოგონა სკაუტებისთვის კომპანიის მულტიფუნქციურ ტრენინგცენტრში, „თეგეტა აკადემიაში“ შეხვედრა საგანგებოდ დაიგეგმა. საუბარი აუდიტორიას გასცდა და გოგოების შეკითხვებს მოგვიანებით „თეგეტას“ ტრენერმა უშუალოდ მანქანასთან უპასუხა. ქეთი ჟვანია, ორგანიზაცია „დიას“ დამფუძნებელი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „თეგეტას“ მხარდაჭერა. იმდენი საინტერესო დეტალის შესახებ მიიღეს ჩვენმა გოგოებმა ინფორმაცია... სანამ მანქანის მართვას დაიწყებენ, უნდათ, მეტი იცოდნენ ავტომობილის შესახებ. კომპანიაში ჩატარებული ტრენინგიც ამას ემსახურებოდა. მნიშვნელოვანია, რომ მათ კითხვებს სანდო და გამოცდილმა სპეციალისტმა უპასუხა“.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)