07:29 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 14:55:07, 1247 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორი გახდა

ბაზისბანკი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური სპონსორი გახდა. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ  და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლევან წულაძემ.

გენერალური სპონსორობის პერიოდში, ბაზისბანკის მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრს დაგეგმილი აქვს ექვსი პრემიერა. მათ შორის, 18 მაისს გაიმართება, რეჟისორ ქეთევან ხარშილაძე-ასსერის, „სადღაც ამერიკაში“, საპრემიერო სპექტაკლი. თეატრს, წლის განმავლობაში, ასევე დაგეგმილი აქვს რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო გასტროლი.

“მოხარულები ვართ, რომ დღეს მნიშვნელოვან თანამშრომლობას ვიწყებთ მარჯანიშვილის თეატრთან. ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის აუცილებელია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა კიდევ მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით კი ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქმეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მარჯანიშვილის თეატრისთვის”. - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics