|
2022-05-06 10:44:29, 1423 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - უკრაინულმა მხარემ კრეისერ „მოსკვას“ ჩასაძირად სადაზვერვო ინფორმაცია შეერთებული შტატებისგან მიიღო
შავ ზღვაში რუსული კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვაში უკრაინულმა მხარემ სადაზვერვო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო. ამის შესახებ CNN-ს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წყაროებმა განუცხადეს. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, იცოდა თუ არა იმ მომენტში შეერთებულმა შტატებმა, რომ უკრაინა კრეისერზე დარტყმას ამზადებდა. როგორც თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს, მასში შეერთებული შტატები არ მონაწილეობდა. "უკრაინის ძალებმა, რომლებმაც შენიშნეს რუსული სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში, დაუკავშირდნენ ამერიკელ კონტაქტებს, რათა დაადასტურებინათ, რომ ეს იყო კრეისერი "მოსკვა". ამერიკულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს იყო გემი და დაზვერვას მიაწოდა მისი ადგილსამყოფელი", - აცხადებენ წყაროები. პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ უარყო მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ აწვდიდა ინფორმაციას უკრაინას ბრძოლის ველზე რუსი გენერლების ადგილსამყოფელის შესახებ, ასევე, "მოსკოვის" მიზანში ამოღების შესახებ. მისი თქმით, აშშ არ მონაწილეობს უკრაინელი სამხედროების გადაწყვეტილებაში, ვინ იქნება მათი სამიზნე. „ჩვენ არ ვაწვდით დაზვერვას ინფორმაციას ბრძოლის ველზე უმაღლესი სამხედრო ლიდერების ადგილმდებარეობის შესახებ და არ ვმონაწილეობთ გადაწყვეტილებებში უკრაინელი სამხედროების დამიზნების შესახებ“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა. შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს შავ ზღვაში ჩაიძირა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი Moskva . უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კრეისერს ორი უკრაინული წარმოების ნეპტუნის ტიპის საზენიტო რაკეტა მოხვდა. რუსეთმა ეს ფაქტი უარყო, მაგრამ პენტაგონმა მოგვიანებით დაადასტურა უკრაინული მხარის ინფორმაცია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)