|
2022-05-06 10:15:33, 1513 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯორჯ ბუში - პატივი მქონდა, რამდენიმე წუთით მესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან
ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და მას "ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი" უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ბუში ინსტაგრამზე წერს, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა მთელ უკრაინელ ხალხს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა. "პატივი მქონდა, ამ დილით რამდენიმე წუთით მესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს ლიდერობისთვის, თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის და მაგალითისთვის, რომელიც აჩვენა. მივესალმე უკრაინელი ხალხის გამბედაობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ ისინი არ დანებდებიან პუტინის ბარბაროსობისა და ავაზაკობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები შთაგონებული არიან უკრაინელების სიმტკიცითა და გამძლეობით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების გვერდით დგომას, როგორც ისინი დგანან თავიანთი თავისუფლების დასაცავად", - წერს ჯორჯ ბუში. თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, რომ "ამერიკელები ღია ხალხია" და რომ უკრაინელებსა და ამერიკელებს აქვთ საერთო ღირებულებები. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯ ბუში უკრაინაში მიიწვია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)