|
2022-05-05 18:19:00, 1908 ნახვა
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი ფართების კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის მუშაობა დასკვნით ეტაპზეა
დღეს ,,ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემისათვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კომისიამ მოახდინა ოჯახების, მათი მდგომარეობის შესწავლა და დღევანდელ სხდომაზე მოსაზრებები წარადგინა. კრიტერიუმები უზრუნველყოფს უსახლკარო მოწყვლადი ოჯახებისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე და მათ ეტაპობრივ დაკმაყოფილებას ობიექტურობის და სამართლიანობის პრინციპის დაცვით. „სხდომაზე განვიხილეთ და ვიმსჯელეთ იმ მთავარ კრიტერიუმებზე, რომლითაც უნდა მოხდეს ბინების გადაცემა და რომლის მიხედვითაც დაცული იქნება ამ ოჯახის ინტერესები, უფლებები და რიგითობა. „ოცნების ქალაში“ ბინების მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაობი მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება მშენებლობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დასკვნით ეტაპზეა კრიტერიუმებზე მუშაობა, რომელიც უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება და ოჯახები ამ დასახლებაში ეტაპობრივად მიიღებენ ბინებს“, - აღნიშნა მინსტრმა ნინო ნიჟარაძემ. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა გამოცხადებული კოვიდ პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად მიმდინარეობდა, მშნებლობა დასასრულს უახლოვდება. პირველ ეტაპზე 3 საცხოვრებელი კორპუსის შენდება (582 ბინა). სამუშაო პროცესში სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები იყვნენ გაეროს ბავშთა ფონდი, საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოება და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)