|
2022-05-04 14:19:34, 968 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი და მთავრობა ამ პროცესს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს
„ინოვაციური ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა, რომლის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი და არის მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის აქსელერაციის პროგრამა, რომელიც გასულ წელს განხორციელდა სილიკონ ველის ერთ-ერთ წამყვან აქსელერატორ კომპანიასთან ერთად, წარმოადგენდა რეგიონულ პროექტს, სადაც დაახლოებით 30 პროცენტამდე მონაწილეობდნენ სტარტაპები რეგიონებიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის მნიშვნელობას და როლს ჩვენს რეგიონში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა კონფერენციაზე „Meet THE Change" განაცხადა, რომელიც, THE Crossroads სტარტაპ-პლატფორმის ფარგლებში, სტარტაპ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თბილისში, სასტუმრო „რედისონში" გაიმართა. კონფერენციაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, THE Crossroads-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ კობახიძე, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ლინდა პერეირა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და THE Crossroads პლატფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ, ინდუსტრიისთვის აქტუალურ თემებზე, სტარტაპ-ინდუსტრიის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე, კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობასა და ბიზნესტურიზმის, როგორც სტრატეგიული ეკონომიკური აქსელერატორის განვითარების საჭიროებაზე ისაუბრეს. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს აქტიურად ქართული სტარტპატ-ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. მისივე თქმით, მხოლოდ საგრანტო პროგრამის პორტფელში ორასამდე სტარტაპის პროექტია დაფინანსებული, რომელთა მიერ ჯამურად მოზიდული უცხოური ინვესტიციები, დღეისთვის 300 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტი THE Crossroads საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშესაწყობად დაიწყო და მისი მიზანი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა. გლობალური პლატფორმა მსოფლიოში წარმატებულ სტარტაპებს, სპიკერებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს აერთიანებს, რათა ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყოს ხელი.ირაკლი ნადარეიშვილი: „ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი და მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, ამ პროცესს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს" „ინოვაციური ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა, რომლის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი და არის მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის აქსელერაციის პროგრამა, რომელიც გასულ წელს განხორციელდა სილიკონ ველის ერთ-ერთ წამყვან აქსელერატორ კომპანიასთან ერთად, წარმოადგენდა რეგიონულ პროექტს, სადაც დაახლოებით 30 პროცენტამდე მონაწილეობდნენ სტარტაპები რეგიონებიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის მნიშვნელობას და როლს ჩვენს რეგიონში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა კონფერენციაზე „Meet THE Change" განაცხადა, რომელიც, THE Crossroads სტარტაპ-პლატფორმის ფარგლებში, სტარტაპ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თბილისში, სასტუმრო „რედისონში" გაიმართა. კონფერენციაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, THE Crossroads-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ კობახიძე, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ლინდა პერეირა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და THE Crossroads პლატფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ, ინდუსტრიისთვის აქტუალურ თემებზე, სტარტაპ-ინდუსტრიის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე, კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობასა და ბიზნესტურიზმის, როგორც სტრატეგიული ეკონომიკური აქსელერატორის განვითარების საჭიროებაზე ისაუბრეს. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს აქტიურად ქართული სტარტპატ-ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. მისივე თქმით, მხოლოდ საგრანტო პროგრამის პორტფელში ორასამდე სტარტაპის პროექტია დაფინანსებული, რომელთა მიერ ჯამურად მოზიდული უცხოური ინვესტიციები, დღეისთვის 300 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტი THE Crossroads საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშესაწყობად დაიწყო და მისი მიზანი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა. გლობალური პლატფორმა მსოფლიოში წარმატებულ სტარტაპებს, სპიკერებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს აერთიანებს, რათა ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყოს ხელი.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)