|
2022-05-04 10:04:00, 2088 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენი - აშშ ცდილობს დარწმუნდეს, რომ უკრაინელებს აქვთ იარაღი და აღჭურვილობა, რათა პუტინის საზარელი ომისგან თავი დაიცვან
უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან ერის მომავლისთვის, უნდა ჰქონდეთ იარაღი, შესაძლებლობები, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, რათა დაიცვან თავი პუტინის საზარელი ომისგან, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ალაბამაში მყოფ მუშაკებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლებსაც ისინი ამზადებენ მათ ობიექტზე, შესაძლებელს ხდის უკრაინის წინააღმდეგობას რუსეთის შემოსევის მიმართ და იცავს ამერიკელ მებრძოლებს ომისგან. „ჩვენ ვიცით, რომ შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს მთელს მსოფლიოში, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან ერის მომავლისთვის, ჰქონდეთ იარაღი, შესაძლებლობები და საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, რათა დაიცვან თავი პუტინის საზარელი ომისგან. ბევრი სამხედრო დანაშაული ჩადენილია. სწორედ თქვენ ხდით შესაძლებელს, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას თავი, მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკის თავიდან აცილებით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ქარხანაში სტუმრობისას. ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება. „ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება“, - განაცხადა ბაიდენმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)