03:51 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 16:29:32, 2550 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს, დაიღუპა 9 ადამიანი, 2 დაიჭრა,- ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო Telegram-ით ავრცელებს.

მისი თქმით, ავდეევკას დაბომბვის შედეგები ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მინიმუმ 3 დაღუპული და 2 დაჭრილი, 8 დაზიანებული სახლი.

„რუსული ავიაცია დილიდან ბომბავს ავდეევკას - ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი თავდასხმის ქვეშაა. წუხელ ურწმუნოებმა გრადები იმავე მიმართულებით გამოიყენეს,“- აღნიშნა კირილენკომ.

ამასთან ერთად, უგლედარის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებიც სასმელ წყალზე მიდიოდნენ.ლიმანის დაბომბვას კიდევ 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ადმინისტრაციის ცნობით, მსხვერპლთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია კერ კიდევ ზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics