05:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 16:15:32, 2807 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - ლავროვმა ვერ დამალა რუსეთის ელიტის ანტისემიტიზმი, მისი ამაზრზენი კომენტარები შეურაცხმყოფელია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება და აცადებს,რომ რუსეთის ელიტამ "ვერ დამალა ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი". 

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყები აჩვენებს, რომ თანამედროვე რუსეთი სავსეა სხვა ხალხების სიძულვილით. 

"მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსეთის ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი კომენტარები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ფართო გაგებით, მისი სიტყვები აჩვენებს, რომ თანამედროვე რუსეთი სავსეა სხვა ხალხების სიძულვილით",- წერს კულება. 

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია პასუხობს, რომ "ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics