|
2022-05-02 13:51:57, 1656 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - არ ვფიქრობ, რომ პუტინი და მისი გუნდის წევრები ფსიქიკურად შეურაცხადები არიან, მათ სძულთ უკრაინელები
მას ესმის რასაც აკეთებს,- ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მმართველის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დასმულ შეკითხვას. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა, შეგნებულად შექმნა საინფორმაციო საფუძველი, რათა რუსებისთვის უკრაინელი ერი შეეძულებინა. "მე არ ვფიქრობ, რომ პუტინი და მისი გუნდის წევრები ფსიქიკურად შეურაცხადები არიან. რუსმა ლიდერებმა შექმნეს გარკვეული დახურული საინფორმაციო ველი თავიანთ ქვეყანაში. საინფორმაციო ველი, თავისუფალი აზრისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე. რუსებს სძულთ უკრაინელები, რადგან ტელევიზიით ეუბნებიან ასე, ეუბნებიან,რომ უკრაინაში არის „რადიკალური ხალხი“, რომ უკრაინელები თითქოს ვიღაცას აბუჩად იგდებენ და ვიღაცას ებრძვიან",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)