|
2022-04-29 22:36:08, 1639 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რისკები, რომ რუსეთთან ნებისმიერი საუბარი მთლიანად დაიხუროს, დიდია
რისკები, რომ რუსეთთან ნებისმიერი საუბარი მთლიანად დაიხუროს, დიდია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისივე თქმით, ახლა რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი "ზედმეტად ნელია". " რისკები, რომ რუსეთთან ნებისმიერი საუბარი მთლიანად დაიხუროს, დიდია. ზუსტად იმ შედეგების გამო, რასაც რუსეთი ტოვებს, სადაც არ უნდა იყვნენ. როგორც ჩანს, მათ აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო და ისინი ყველა ერთნაირად მოქმედებენ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციას ვახდენთ და ვხედავთ" - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)