|
2022-04-29 10:35:10, 1415 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას 1900-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა მიაყენა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ 1900-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელი გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სარაკეტო დარყმები ძირითადად მიმართული იყო ქალაქ მარიუპოლზე და ოკუპირებულ დონბასის ტერიტორიებზე. „შეჭრის დაწყებიდან დღემდე განხორციელდა 1900-ზე მეტი რაკეტის გაშვება. რაკეტების უმეტესობა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინის წინააღმდეგ თვითმფრინავების დარტყმები კვლავ მარიუპოლზე და გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, ძირითადად, დონბასში მოდის. " - ამბობს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი. მან ასევე აღნიშნა, რომ თითქმის ყველა საჰაერო თავდასხმა ხორციელდება რუსული საჰაერო ბაზებიდან. ”ისინი არ აფრინდებიან და არ დაეშვებიან უკრაინაში. მე ვგულისხმობ, რომ შესაძლოა სამხრეთში ზოგჯერ ახერხებდნენ ამის გაკეთებას, მაგრამ მათი უმეტესობა მოდის რუსეთიდან და შემდეგ ბრუნდება რუსეთის აეროდრომებზე. იგივე ეხება სარაკეტო დარტყმებს. დანადგარები განლაგებულია რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)