02:02 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 10:07:33, 2268 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ჯარების ნაწილის გაყვანა დაიწყეს

დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის ფონზე, რუსეთის ფედერაციამ მარიუპოლიდან ნაწილი ჯარების გაყვანა დაიწყეს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე.

პენტაგონის ცნობით, ზოგიერთი რუსული შენაერთი ტოვებს მარიუპოლს და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება.

როგორც გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსი სამხედროები მარიუპოლს სრულად არ აკონტროლებენ და სწორედ ამიტომ ოკუპანტები აგრძელებენ როგორც სარაკეტო, ასევე საჰაერო დარტყმებს.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ თუ ქალაქი მთლიანად იქნა აღებული, არ არის საჭირო მისი დაბომბვის გაგრძელება.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics