|
2022-04-28 16:20:15, 1699 ნახვა
ომი უკრაინაში
ზახაროვა - დასავლეთი ღიად მოუწოდებს კიევს შეუტიოს რუსეთს, ასეთი ქმედება შეუძლებელია უპასუხოდ დარჩეს
დასავლეთის ქვეყნები ღიად მოუწოდებენ უკრაინას, შეუტიოს რუსეთის ტერიტორიას იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც ისინი აწვდიან კიევს, ასეთი დანაშაულებრივი ქმედება კი რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. ზახაროვამ აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების ასეთი დანაშაულებრივი ქმედება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს. კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა სერიოზულად უნდა მიიღონ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები და რომ შემდგომი უკრაინული პროვოკაციები რუსეთის ობიექტებზე დარტყმის მიზნით, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს. „უკრაინელი სამხედროების ასეთი დანაშაულებრივი ქმედება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს. მინდა, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა სერიოზულად მიიღონ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ შემდგომი უკრაინული პროვოკაციები რუსეთის ობიექტებზე დარტყმის მიზნით, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს“, - აღნიშნა ზახაროვამ. პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიები, რის შედეგადაც მსხვერპლი და ნგრევა მოხდა. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჯეიმს ჰიპიის განცხადებებზე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე უკრაინის თავდასხმების შეწყვეტის შესახებ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთი ღიად მოუწოდებს კიევს, შეუტიოს რუსეთს, თუნდაც ნატოს ქვეყნებიდან მიღებული იარაღით,“- დასძინა მარია ზახაროვამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)