|
2022-04-28 11:59:30, 931 ნახვა
ეკონომიკა
„მდგრადი საზღვაო ეკონომიკის ინტეგრირება ქართულ ეროვნულ ეკონომიკაში“ ბათუმში ღონისძიება გაიმართა
ბათუმში ღონისძიება „მდგრადი საზღვაო ეკონომიკის ინტეგრირება ქართულ ეროვნულ ეკონომიკაში“ გაიმართა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდა. ონლაინ ღონისძიებაზე ქრისტინე ძიძიგურმა რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა და მონაწილეებს აჭარის ტურისტული პროდუქტები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, რომელიც შავი ზღვის დახმარების მექანიზმის ეროვნული ჰაბის „ტურიზმის ინსტიტუტი“-ს ორგანიზებით ჩატარდა შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებსა და გზებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ღონისძიება საზღვაო ტურიზმის, მეთევზეობა-აკვაკულტურის და საზღვაო ტრანსპორტირების მიმართულებით რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე არსებული შესაძლებლობების შესახებ შესაბამისი სექტორების ინფორმირებას დაეთმო. ღონისძიების მიზანი ეროვნული ეკონომიკის მდგრადი განვითარების კუთხით საზღვაო ეკონომიკის პოტენციალის წარმოჩენა იყო. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსიები შავი ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის, საზღვაო ბიომრავალფეროვნების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების და სტარტაპების მხარდაჭერის შესახებ. „შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგი, რომლის ფარგლებშიც ღონისძიება გაიმართა ევრო-კომისიის (European Commission) მიერ შეიქმნა, რათა წახალისდეს აღნიშნულ ზღვაზე არსებული ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის და საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო ეკონომიკის დარგში. დეკლარაციას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, ქალაქ ბურგასში, ბულგარეთი, “- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. საერთო საზღვაო დღის წესრიგს აქვს 3 ძირითადი მიზანი მდგრადი და ძლიერი საზღვაო ეკონომიკის განვითარებისთვის: ჯანსაღი საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემა; კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი საზღვაო ეკონომიკა და ინვესტიციების მოზიდვა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)