|
2022-04-27 15:17:57, 1313 ნახვა
ეკონომიკა
ყაზახეთი 2022 წელს საქართველოს დერეფნით 2-დან 3 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს
ყაზახეთი 2022 წელს საქართველოს დერეფნით 2-დან 3 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საერთაშორისო საკითხებში ერჟან კაზიხანოვს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ყაზახურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, გაზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოზე გამავალ დერეფანში. აღინიშნა, რომ უკვე 2022 წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2-დან 3 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს, მომდევნო წლებში დაგეგმილია ამ მაჩვენებლის უფრო მეტად ზრდა. საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში ესწრებოდნენ ყაზახეთის მხრიდან: ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე ასეტ ისეკეშევი, ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია "KazMunayGas"-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი და ეროვნული კომპანიის "Kazakhstan Railways" -ის ხელმძღვანელი ნურლან საურანბაევი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)