23:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 13:14:20, 1495 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - ნავთობისა და გაზის იმპორტის შეჩერება მნიშვნელოვანი ზეწოლა იქნება რუსეთისთვის, მაგრამ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე სრულ ემბარგოსა ან ტარიფების გაზრდაზე. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ბორელმა გერმანულ გაზეთ Die Welt-ს განუცხადა. 

ბორელმა დასძინა, რომ საკითხი ევროკავშირის მომავალ სამიტზე განიხილება  და რომ მანამდე არ ელოდა რაიმე გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ნავთობისა და გაზის იმპორტის შეჩერება ან სადამსჯელო ტარიფი მნიშვნელოვანი იქნება პუტინზე ზეწოლის და მოლაპარაკების მაგიდაზე დასაყენებლად. მაგრამ ამ მომენტში ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა ბორელმა.

ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, თქვა ბორელმა და აღნიშნა, რომ თვლის, რომ ბლოკი საბოლოოდ შეძლებს შეამციროს დამოკიდებულება.

„რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმპორტის აკრძალვას. გერმანია და ავსტრია, რომლებიც ბუნებრივი აირის უმეტეს ნაწილს რუსეთიდან იღებენ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტას, სანამ არ იპოვიან საკმარისი ალტერნატიული მიწოდების წყაროებს. 

უნგრეთმა კატეგორიულად თქვა უარი გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics