|
2022-04-23 23:41:53, 1756 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველაფერი რაც ოკუპანტებმა დაიკავეს უკან დავიბრუნებთ
ყველაფერი რაც ოკუპანტებმა დაიკავეს უკან დავიბრუნებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩემი, როგორც პრეზიდენტის პოზიციაა: ყველაფერი, რაც მათ დაიკავეს, ჩვენ ყველაფერს დავუბრუნებთ. ეს არ იქნება 8 წლის საკითხი, როგორც 2014 წლიდან, ეს მოხდება ძალიან მალე, ეს არის იარაღის საკითხი. თუ საკმარისი გვექნება, მაშინვე დავიწყებთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას“. - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოური დახმარება უფრო სწრაფად დაიწყო. ”განსაკუთრებით მე ვხედავ სიჩქარის ამ ცვლილებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან,” - თქვა მან. ”მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ეს უფრო სწრაფი იყოს”, - დასძინა ზელენსკიმ და უპასუხა კითხვას, არის თუ არა უკრაინა კმაყოფილი მხარდაჭერის დონით. "უკრაინელების უმეტესობა მზად არ არის იცხოვროს 10-15-20 წლით მუდმივ ომში - ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ უკვე გავხდით ისეთ სახელმწიფოდ - დავიცვათ ჩვენი მიწა მრავალი წლის განმავლობაში. როდესაც გავიმარჯვებთ, გვეყოლება უძლიერესი. და ყველაზე გამოცდილი არმია და ჩვენ გავხდებით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)