|
2022-04-22 17:46:43, 2591 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი მზად არის მოსახლეობას „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების საშუალება მისცეს, თუ უკრაინის ძალები თეთრ დროშებს აღმართავენ
რუსი სამხედროები მზად არიან მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატოვების საშუალება მისცენ, მას შემდეგ, რაც უკრაინული ძალები საწარმოს მთელ პერიმეტრზე თეთრ დროშებს აღმართავენ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, მიხეილ მიზინცევმა განაცხადა. როგორვ უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან "მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ და კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას გაუწევენ". „აზოვსტალში მშვიდობიანი მოსახლეობის სავარაუდო ყოფნის შესახებ უკრაინული მხარის მუდმივი ბრალდებების საპასუხოდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსეთი მზადაა ნებისმიერ დროს შემოიღოს დუმილის რეჟიმი და გამოაცხადოს ჰუმანიტარული პაუზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ბატალიონებს და უცხოელ დაქირავებულებს, რომლებმაც იარაღი დაყარეს, გარანტირებული აქვთ სიცოცხლე, ღირსეული მკურნალობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, მაგრამ კიევის რეჟიმი არ იძლევა ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალებას", - ნათქვამია განცხადებაში. რეალურად ქარხნის მიწისქვეშა ობიექტებში და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალი, ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკები, მათ შორის დაჭრილი უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც ასევე გამოთქვეს იარაღის დაყრის სურვილი“, - წერია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, არ მოხდეს შეეტევა აზოვსტალში, სადაც უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობაა გამაგრებული, რადგან "აზოვსტალის" ტერიტორია მასიურად უნდა დაიბომბოს, როგორც თავად თქვა, "რომ ბუზი არ გამოფრინდეს იქიდან".
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)