|
2022-04-21 18:46:02, 1296 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია: მუშაობას ვაგრძელებთ, რომ დაცული ტერიტორიების არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მაესტრო რეგიონების” ეთერში დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით სახელმწიფო პოლიტიკაზე, მიმდინარე პროექტებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „ჩვენი ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების დაცვა, რომელიც უნიკალურია, არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ბოლო პერიოდში, დაახლოებით, 300 ათასი ჰექტარით გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი და დღეს ის საქართველოს ტერიტორიის 11,5 პროცენტს შეადგენს. წელს ვგეგმავთ რაჭის და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების დაარსებას; მიმდინარეობს კვლევები სამეგრელოს, სვანეთის, აჭარისა და გურიის დაცული ტერიტორიების მიმართულებით. მუშაობას ვაგრძელებთ, რომ დაცული ტერიტორიების არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დავიცვათ ბუნება, თუმცა, მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით, უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც გვაქვს ჩვენი უნიკალური ბუნების სახით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)