|
2022-04-21 10:24:43, 2180 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო - სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა მისი ამოცანები შესრულდება
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როდესაც ნატოს მიერ უკრაინის აღებასთან დაკავშირებული საფრთხეები აღმოიფხვრება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პოლშჩუკმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სპეცოპერაცია დაგეგმილის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა მიზანი "მიღწეული იქნება“. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა მისი ამოცანები შესრულდება. მათ შორისაა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიიდან მოსული საფრთხის აღმოფხვრა, ნატოს ქვეყნების მიერ", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ დონბასის რესპუბლიკების მეთაურების თხოვნის საპასუხოდ მან მიიღო გადაწყვეტილება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" განხორციელების შესახებ. რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს არ აპირებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და მიზანი იყო ქვეყნის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. თუმცა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომმარი მოქმედები დაიწყო, სადაც მთავარი მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობა აღმოჩნდა, მათ შორის ბავშვები.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)