19:52 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 10:31:13, 1495 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლექსი არესტოვიჩი - რუსეთის ახალ შეტევებს დონბასში, ერთდროულად ოთხი მიზანი გააჩნია

რუსი დამპყრობლების მიერ დონბასში განხორციელებულ ახალ შეტევებს, ერთდროულად ოთხი მიზანი გააჩნია, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში გააჟღერა.

რუსების პირველ ამოცანას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სპიკერმა, ლუგანსკის ოლქში რუბიჟნე-პოპასნაია-სევეროდონეცკის მონაკვეთზე ტერიტორიის დაკავება უწოდა.

„დღეს კრემენნაია ვითომ „აიიღეს“. თუმცა რეალურად არაფერი წაუღიათ. ჩვეულებრივი ქუჩის დაპირისპირებაა.  ქალაქი „ნაცრისფერ ზონაშია“.მეორე მიმართულება არის შეტევა იზიუმიდან (ხარკოვის ოლქი) სლავიანსკისა და კრამატორსკისკენ.“ - აღნიშნა არესტოვიჩმა.

დანარჩენ ტერიტორიებს კი გულიაიპოლის (ზაპოროჟიეს რეგიონი) და მარიუპოლის ტერიტორია უწოდა.

”ხერსონის მიმართულება ხარკოვის საპირისპიროა, ჩვენმა ჯარმა კი წინ წაიწია”, - დასძინა  ხელმძღვანელის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეტევის ახალი ეტაპის დაწყება უკვე დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 18 აპრილის კი მტერმა აქტიურად დაიწყო აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების დაბომბვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics