|
2022-04-19 00:51:58, 2522 ნახვა
სხვადასხვა
დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები აფარებს თავს აზოვსტალის ქარხანას
დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს აზოვსტალის ქარხანას - ამის შესახებ, CNN-ს მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსმა მიხაილ ვერშინინმა განუცხადა. „მათ [მოქალაქეებმა] იქ დააარსეს თავიანთი ცხოვრება, უზრუნველყოფდნენ თავს საკვებითა და წყლით. სამხედროები ხანდახან ეხმარებოდნენ. ამ ადამიანებს არ სურდათ და არ სურთ გარეთ გასვლა. მათ ესმოდათ, რომ აქ ცოცხლების დარჩენის მეტი შანსი აქვთ. მაგრამ ეს იყო იმ მომენტამდე, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო საჰაერო თავდასხმების მუქარა." - ამბობს პოლიციის უფროსი. აზოვის პოლკის მეთაური ვიდეომიმართვას ავრცელებს და მსოფლიო ლიდერებსა და ცივილიზებულ სამყაროს მარიუპოლიდან "მწვანე დერეფნის" მოწყობასა და მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდებს. "მე ვარ აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მსოფლიო ლიდერებს მივმართავ. მარიუპოლში, ახლა, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს. მათ შორისაა ყველა ასაკის ადამიანი, ქალები, ბავშვები, მარიუპოლის დამცველების ოჯახები... ისინი "რუსული სამყაროსგან" დასაცავად თავს სარდაფებსა და ბუნკერებს აფარებენ. ერთადერთი თავშესაფარი მათ უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იპოვეს, რომლებიც ქალაქს რუსი დამპყრობლებისგან დღემდე იცავენ. რუსმა საოკუპაციო ძალებმა ეს იციან, იციან მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ და ცეცხლსაც ქარხანაზე საკუთარი ნებით ხსნიან. " - აცხადებს დენის პროკოპენკო
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)