|
2022-04-18 14:20:47, 1591 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუჩას მერი - რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ქალაქში დარჩენილ ყოველ მეხუთე მშვიდობიან მოქალაქეს კლავდნენ
რუსმა ჯარებმა ოკუპირებულ ქალაქ ბუჩაში დარჩენილი ყოველი მეხუთე მოსახლე მოკლეს.-ამის შესახებ ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. „ჩვენ ბუჩაში დავითვალეთ: მოკლულია ყოველი მეხუთე იმ ადამიანიდან, რომელიც ოკუპაციისას ქალაქში დარჩა და მე პირადად, როგორც ათასობით თანამოქალაქე, ვგრძნობ სიძულვილს მათ მიმართ, ვინც აწამებდა და კლავდა მშვიდობიან ბუჩელებს“, - განაცხადა ფედორუკმა. ანატოლი ფედორუკის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები სამოქალაქო პირების წინააღმდეგ დაფიქსირდა ბუჩასა და ვორზელში. „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია - ჯგუფური გაუპატიურება და ბავშვთა მკვლელობა. ეს დაფიქსირდა ბუჩაშიც და ვორზელშიც. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, საჭიროა მათ შორის რუსულ ენაზეც. დაე, რუსმა დედებმა გაიგონ, რა გააკეთეს ბუჩაში მათმა შვილებმა“, - განაცხადა ფედორუკმა. ცნობისთვის, 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს ქალაქ ბუჩას 300 მცხოვრები დაიღუპა. მსხვერპლი მასობრივ საფლავში იქნა , ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)