|
2022-04-18 12:33:22, 1539 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსი მეთაურები შეშფოთებულები არიან, რადგან ვერ ახერხებენ მარიუპოლის დაპყრობას
უკრაინის დაპყრობა რუსი სამხედროებისთვის უკვე გამოცდად იქცა, რამაც თავისთავად შეანელა მათი წინსვლა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსი მეთაურები შეშფოთებას ვერ დამალავენ თუ მარიუპოლის დაპყრობას დიდი დრო დასჭირდება. მათივე ვცნობით, მარიუპოლის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს იმ მიდგომას, რაც რუსეთმა 1999 წელს ჩეჩნეთში და 2016 წელს სირიაში გამოიყენა. „უკრაინულმა შეთანხმებულმა წინააღმდეგობამ რუსეთის ჯარები მძიმე ვითარებაში ჩააგდო, რამაც შეანელა რუსეთის წინსვლა სხვაგან. მარიუპოლის აღების მცდელობამ მის მაცხოვრებლებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. განადგურდა ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი და მოსახლეობამაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა", - ნათქვამია დაზვერვის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელი ჯარისკაცები მარიუპოლში მიიწვია და ომში დანებება შესთავაზა, თუმცა უკრანულმა მხარემ ამაზე უარი განაცხადა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)