09:35 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 16:47:43, 713 ნახვა

საზოგადოება
ლეღვთახევის მარცხენა ნაწილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გადაიკეტა

დღეიდან ლეღვთახევის მარცხენა ნაწილი გადაიკეტა.

როგორც „ექსპრსნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვა კლდის ფრაგმენტზე გაჩენილი ბზარის გამო მოხდა.

მათივე ინფორმაციით, უკვე დაიწყო კლდის გეოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც დადგინდება, ესაჭიროება თუ არა მას გამაგრებითი სამუშაოები.

მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ლეღვთახევის მარცხენა ნაწილი რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაკეტილი იქნება, ხოლო ფეხით მოსიარულეებს ხევის მარჯვენა ნაწილზე გადაადგილება კვლავ შეუფერხებლად შეეძლებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics