11:36 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 18:00:23, 1115 ნახვა

ეკონომიკა
გასულ წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1500-მდე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა შეითანხმა

 „ნარჩენების მართვის სფერომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ჩამოყალიბდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წლებში, სამინისტრომ 1500-მდე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა შეითანხმა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსხვილმა საწარმოო ობიექტებმა სწორად მართონ საწარმოო პროცესში წარმოქმნილი ნარჩენები და შემცირდეს ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტები. ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავების სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ნარჩენებით გამოწვეული გარემოს დაბინძურება. ეს უმთავრესად უკავშირდება მუნიციპალური ნარჩენების მართვის პრობლემებს, ისევე როგორც სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების მართვის პრობლემებს. დღეისათვის, საქართველოში სრულად არ ხდება სპეციფიკური ნარჩენების სათანადო წესით შეგროვება და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად დამუშავება.

„დასანერგია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა, რისთვისაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები გვესაჭიროება მუნიციპალიტეტების დონეზე. ამ გამოწვევების მოსაგვარებლად, მომდევნო წლებში აქტიურად ვიმუშავებთ, ბიზნესთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად, რომ ქვეყანამ, ეტაპობრივად დანერგოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა. ამ მექანიზმების ჩამოყალიბებით, ხელი შეეწყობა: ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ნარჩენების ხელახალ გამოყენებას და მისი აღდგენის ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე, ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებასა და ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას ნარჩენების გადამუშავების სფეროში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics