14:57 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 21:29:23, 1749 ნახვა

სხვადასხვა
რუსეთმა გასცა ბრძანება უკრაინაში არმიის დანაშაულის ნებისმიერი მტკიცებულება განადგურდეს - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება უკრაინაში რუსული არმიის დანაშაულის ნებისმიერი მტკიცებულება განადგურდეს. ბუჩის გენოციდზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსულმა ჯარებმა მობილური კრემატორიუმების გამოყენება დაიწყეს.

დაზვერვის ცნობით, მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი დააფიქსირეს, რომლებსაც დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან ქუჩების გასასუფთავებლად იყენებენ. მათივე თქმით, ოკუპანტები ფილტრაციის ბანაკების მეშვეობით დანაშაულის ყველა მოწმის გამოვლენასა და განადგურებას ცდილობენ.

"უკრაინის სამხედრო დაზვერვამ არაერთხელ დააფიქსირა მობილური კრემატორიუმის გამოყენების ფაქტები ჩერნიგოვის რეგიონში. მობილური კრემატორიუმების მუშაობა დაფიქსირდა ნოვოაიდარში, ლუგანკის რეგიონში", — აცხადებენ ისინი.

ამასთან, დაზვერვის თქმითვე, ოკუპანტები მოძრავ კრემატორიუმებს რუსი სამხედროების ცხედრების განადგურებისთვისაც იყენებენ. როგორც ისინი ამბობენ, ამის მიზანი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცების რეალური რაოდენობა დაფარვა და დაღუპული ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics